საზოგადოება

არცახის ოკუპირებულ რეგიონებში აზერბაიჯანის ნაბიჯები მოწმობს სომხური კულტურული კვალის აღმოფხვრისკენ მიმართულ აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკაზე

13-14 მაისს ვენის ისტორიული ხელოვნების მუზეუმში გაიმართა „კულტურა კონფლიქტში. სამხრეთ კავკასია დღეს“ თემაზე საერთაშორისო კონფერენცია-დისკუსია, რომლის მთავარი საკითხი იყო არცახის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება, აგრეთვე მოსალოდნელი საფრთხეები. როგორც მატენადარანის მიერ გავრცელებული გზავნილიდან „არმენპრესმა“ შეიტყო, კონფერენცია გაიმართა სრულიად სომეხთა პატრიარქის, უწმინდესი გარეგინ II-ს ლოცვა-კურთხევით და წმინდა ეჯმიაძინის არცახის სასულიერო-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ოფისის ავსტრიის კომიტეტის მიერ.

საერთაშორისო და სომეხმა გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2020 წლის ომის დროს და 9 ნოემბრიდან, არცახის ოკუპირებულ რაიონებში აზერბაიჯანის მიერ სომხური ქრისტიანული კულტურის განადგურებისა და დამახინჯების მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მოწმობს აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკაზე სომხების კულტურული კვალის აღმოფხვრის შესახებ. აზერბაიჯანის სახელმწიფოს ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის მტკიცებულება წარმოდგენილი იყო დოკუმენტური მასალების სახით – სატელიტური ფოტოები, ვიდეოები, რომლებიც უდაო საფუძველს იძლევა სომხური კულტურული მემკვიდრეობის სისტემური ვანდალიზმის შესახებ და საერთაშორისო დონეზე იქნება მოთხოვნილი ამ დანაშაულებების დაგმობა და პრევენცია.

კონფერენცია გახსნა ექიმმა ჟასმინ დუმ-ტრაგუტმა, წმინდა ეჯმიაძინის ავსტრიის კულტურული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა.

მომხსენებლებმა წარმოადგინეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვადასხვა ინიციატივები საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტების ამოქმედებით. დეტალურად შეეხნენ გაეროს მართლმსაჯულობის საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით აზერბაიჯანი იღებს ვალდებულებას, უარი თქვას სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურების პოლიტიკაზე არცახში.

როგორც ღონისძიების თანაორგანიზატორმა, ,,საერთაშორისო ცისფერი ფარის“ დამფუძნებელმა პრეზიდენტმა, კარლ ჰაბსბურგმა, აშკარად გააკრიტიკა აზერბაიჯანის ქმედებები, და მნიშვნელობა მიანიჭა სომეხი კულტურული მოღვაწეების კულტურული მემკვიდრეობის უნარების შენარჩუნებაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და გამოყენებას. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში მიმდინარეობს “ლურჯი ფარის” ეროვნული კომიტეტის ფორმირება და ოფიციალური რეგისტრაცია, რაც საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ამ საერთაშორისო ორგანიზაციას სომხეთშიც ფუნქციონირების საშუალებას მისცემს.

კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ აშშ-ის დასავლეთის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი ჰოვნან ტერტერიანი, არცახის ეპარქიის წინამძღვარი , ეპისკოპოსი ვრთანეს აბრაჰამიანი, არცახის კულტურული მემკვიდრეობის დედათა საყდრის სამსახურის დირექტორი  არქიმანდრიტი გარეგინ ჰამბარძუმიანი.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრიაში არმენ პაპიკიანმაც.

დოკუმენტურმა რეჟისორმა სედა გრიგორიანმა წარმოადგინა დოკუმენტური ფილმი “კულტურული კონფლიქტი”, რომელშიც ნაჩვენებია ეპიზოდი, რომელიც ასახავს ნახჭევანში მომხდარ კულტურულ გენოციდს და ავლებს პარალელებს გადაშენების პირას მყოფი არცახული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელ მდგომარეობასთან.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ვენის მხითარიანის  კრების ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერები, ბეჭდური წიგნები და სხვა ღირსშესანიშნავი მასალები, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიქმნა არცახში.

ნახეთ მეტი
Back to top button