ეკონომიკა

სომხეთში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია რუსეთის 1900-ზე მეტი  და 20 უკრაინელი მოქალაქე. რეგისტრირებულია შპს-ებიც

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებმა სომხეთში, შესაბამისად, დაარეგისტრირეს 1907 და 20 კერძო საწარმო (ინდივიდუალური მეწარმე). ამის შესახებ „არმენპრეს“-ის გამოკითხვის საპასუხოდ აცნობეს სრ იუსტიციის სამინისტროდან.

იუსტიციის სამინისტროს იურიდიულ პირთა სააგენტოს სახელმწიფო რეესტრში მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან 17 მაისის ჩათვლით დარეგისტრირდა 1011 შპს რუსეთის მოქალაქეების ან/და იურიდიული პირების მონაწილეობით. ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 1907 მოქალაქე.

24 თებერვლიდან 17 მაისამდე უკრაინის მოქალაქეების ან/და იურიდიული პირების მონაწილეობით დარეგისტრირდა 20 შპს, ხოლო კერძო საწარმოდ 20 მოქალაქე.

რაც შეეხება მათი ეკონომიკური საქმიანობის სფეროს, სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმიანობის სახედ ყველაზე ხშირად ირჩევენ პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებას, ასევე სხვა საქმიანობას საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ტექნიკის სფეროში.

ნახეთ მეტი
Back to top button