მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანის შარლ მიშელთან  პირადი საუბრის  დეტალები ცნობილია (ვიდეო)

სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მყოფი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირადად ესაუბრა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.

საუბარი შეეხო სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის  სამმხრივ შეხვედრას.

ნიკოლ ფაშინიანმა გააცნო  მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ვითარება, ჰუმანიტარული საკითხები და ილაპარაკა მათი გადაჭრის აუცილებლობაზე.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და შარლ მიშელმა აზრები გაცვალეს გასული წლის 14 დეკემბერს და  ასევე მიმდინარე წლის 6 აპრილს ბრიუსელში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი სამმხრივი მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და საკითხის ყოვლისმომცველ მოგვარებას. ნიკოლ ფაშინიანმა და შარლ მიშელმა ასევე განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის გამოცხადებული 2,6 მილიარდი ევროს ეკონომიკურ-საინვესტიციო პაკეტის განხორციელება.

ნახეთ მეტი
Back to top button