სომხეთმა აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისიის შემადგენლობა გამოაცხადა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას ,,სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისიის შექმნის შესახებ“.
„მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“ სომხეთის რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-16 ნაწილის საფუძველზე:
1. სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის შეიქმნას საზღვრის უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის კომისიის.
2. დამტკიცდეს კომისიის პერსონალური შემადგენლობა დანართის მიხედვით“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
კომისიის პირადი შემადგენლობა ასეთია:
მ. გრიგორიანი – სრ-ის ვიცე-პრემიერი (კომიტეტის თავმჯდომარე)
მ. საფარიანი – სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ა. სარგსიანი – სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე
გ. მინასიანი – სრ იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ჰ. ჰარუთიუნიანი – სრ ტერიტორიული ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
ნ. ავაგიანი – სრ საკადასტრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ა. გუგარაცი – სრ საკადასტრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ე. კირაკოსიანი – წარმომადგენელი საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში
ა. მარტიკიანი – სრ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე
დ. სანამიანი – სრ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი
ა. მარალჩიანი – სრ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაური
ს. პეტროსიანი – სრ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი.







