
დღეს მოსკოვში რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ NEWS.am-ს ვიცე-პრემიერის მჰერ გრიგორიანის აპარატიდან აცნობეს.
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების თანათავმჯდომარეობით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ბოლოს 2021 წლის დეკემბერში შეხვდა.
რაც შეეხება სომხეთისა და აზერბაიჯანის დემარკაციისა და უსაფრთხოების კომისიების მომავალ სხდომას, რომელიც ასევე მოსკოვში უნდა გაიმართოს, შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.







