
2 ივნისს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევონ აივაზიანმა მიიღო დელეგაცია აშშ-ს ევროპული სარდლობის რეგიონული სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის, პოლკოვნიკ ჯეფრი რაიტის ხელმძღვანელობით.
როგორც “არმენპრესს” განუცხადეს სრ თავდაცვის სამინისტროში, შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის სფეროში სომხურ-ამერიკულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა განავითაროს თანამშრომლობა სამხედრო განათლების, სამხედრო მედიცინის, სამშვიდობო და სხვა სფეროებში.
წყაროს ცნობით, საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასაც.







