
დღეს, 6 ივნისს, ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს სხდომა გაიმართება. მას უხელმძღვანელებს კუხო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.
სხდომის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კუხო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან. კუხო-ს წევრები არიან რუსეთი, ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.







