
3 ივნისს მოსკოვში გაიმართა რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მე-10 სხდომა, სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევის თანათავმჯდომარეობით, იუწყებიან სრ მთავრობიდან.
მხარეებმა განიხილეს და დააკონკრეტეს თავიანთი მიდგომები სასაზღვრო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლის, ასევე სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებით, გზებით და რკინიგზით მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების საკითხებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს სომხეტის რესპუბლიკის ტერიტორიით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი გზის შესაძლო მარშრუტების შესახებ.
მხარეები გააგრძელებენ მუშაობას რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ლიდერების შეთანხმებების განსახორციელებლად.







