
17 ივნისს ერევანში გაიმართება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელსაც უხელმძღვანელებს სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, კუხო-ს უს მდივნების კომიტეტის თავმჯდომარე არმენ გრიგორიანი.
უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის სხდომაზე, ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში, განხილული იქნება კუხო-ს პასუხისმგებლობის ზონაში არსებული სიტუაციის, უსაფრთხოების გამოწვევების და კუხო-ს წევრი ქვეყნების საფრთხეების განეიტრალებისაკენ მიმართული ღონისძიებების საკითხი.
სხდომის დასასრულს განცხადებას გააკეთებენ კუხო-ს უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის თავმჯდომარე და კუხო-ს გენერალური მდივანი.







