ეკონომიკა

ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან საბაჟო კონტროლის ზონის დამატებითი ტერიტორია გამოიყოფა

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტთან ერთად ავრცელებს ცნობას,  რომ სომხეთის რესპუბლიკის მიერ რუსეთის ფედერაციასთან სამუშაო დისკუსიების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, მიმდინარე წლის 20 ივნისს რუსეთის ფედერაციის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟოზე, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო დეპარტამენტის საერთაშორისო საავტომობილო გამშვები პუნქტიდან 3-4 კმ-ის მანძილზე გამოყოს დამატებითი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება საბაჟო ოპერაციების განხორციელება დამატებით კიდევ 250-მდე ავტომობილისათვის.

აღნიშნული რეგულაცია დადებითად აისახება საგუშაგოს გამტარუნარიანობის გაზრდის, საცობების აღმოფხვრისა და რიგების სწორად მართვის კუთხით.

ნახეთ მეტი
Back to top button