პოლიტიკა

რატომ ეშინია ნატოს რუსული ,,ისკანდერ” რაკეტების? 19 FortyFive

ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ,,ისკანდერი“ ძალიან ზუსტია, ის არის „ყველაზე პოპულარული სისტემა, რომელსაც შეუძლია რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვება“. ამის შესახებ წერს ამერიკული სამხედრო ვებგვერდი 19FortyFive  და დასძენს, რომ ეს დასავლურ სამხედრო პრესაში მრავალი წელია განიხილებოდა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სტატიაში ცდილობდა ეპასუხა კითხვაზე, რამდენად მომაკვდინებელია ეს რაკეტა.

„ისკანდერი“ შექმნილია საჰაერო თავდაცვის, სარაკეტო თავდაცვის სისტემების და მტრის სამიზნეების გასანადგურებლად. კომპლექსის განვითარება დაიწყო 1988 წელს, პირველი საპილოტე გამოცდა მოხდა 1996 წელს. 9M723 კვაზიბალისტიკური რაკეტის სამიზნე დიაპაზონი 500 კმ-ია. რაკეტას შეუძლია 700 კგ-მდე წონის ქობინი გადაიტანოს.

აღნიშნულია, რომ „ისკანდერი“ კვლავ რჩება ყველაზე თანამედროვე რუსულ პლატფორმად ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად. 9P78 გამშვებ სადგურს შეუძლია ატაროს ორი რაკეტა სამკაციანი ეკიპაჟით.

სტატიაში ნათქვამია, რომ „ისკანდერი“ აღჭურვილია უნივერსალური ბალისტიკური რაკეტით, რომელიც ყველაზე თანამედროვეა რუსეთში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისკანდერი დარჩება რუსეთის სახმელეთო ჯარების არსენალში მთავარ ელემენტად. ავტორი ხაზს უსვამს, რომ 2016 წელს სომხეთმა პირველმა მიიღო ბალისტიკური სარაკეტო სისტემის „ისკანდერ-ე“ ექსპორტის შესაძლებლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button