კულტურა

ევროვიზია 2023 უკრაინაში აღარ ჩატარდება

,,მთავარი არხი” წერს, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) განცხადებით, ევროვიზია 2023 უკრაინაში აღარ ჩატარდება. მათი თქმით, გადაწყვეტილება მიმდინარე ომის გამო მიიღეს, რადგან მზადება მასპინძელ ქვეყანაში დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, გარდა ამისა, საჭიროა ყველა მომუშავე და მონაწილე პირის უსაფრთხოება დაცული იყოს.

EBU-მ უარი თქვა ღონისძიება უკრაინის საზღვართან ახლოს ჩატარებულიყო, შემოთავაზებული ადგილების ტექნიკური მახასიათებლებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ქვეყანა უმასპინძლებს კონკურსს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა “Kalush Orchestra” ევროვიზიის კონკურსი 2022 წლის 15 მაისს მოიგო, სიმღერით – Stefania. ევროვიზია პირველი კულტურული ღონისძიება იყო, რომელშიც უკრაინელებმა ომის შემდეგ მონაწილეობა მიიღეს.

ნახეთ მეტი
Back to top button