კულტურა

სომხეთი საბერძნეთის, იტალიისა და ეგვიპტის მსგავსად  უნდა მივიჩნიოთ, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანი: ელჩი გფოლერი

ხუთშაბათს, 23 ივნისს, აშშ-ში სომხეთის საელჩოში  ადგილი ჰქონდა  წიგნის „არქეოლოგიის ახალი ოქროს ხანა“  (“A New Golden Age of Archeology: Recent Discoveries in Armenia”) პრეზენტაციას.   რომლის ავტორია აშშ-ს გადამდგარი ელჩი მაიკლ გფოლერი. პრეზენტაციაზე ელჩმა დეტალურად განმარტა სომხეთში 22 წლიანი გათხრების შესახებ, რის შედეგადაც ის აცხადებს, რომ სომხეთი იმ ქვეყნებს შორის უნდა მივიჩნიოთ,  საიდანაც  წარმოიშვა კაცობრიობის ცივილიზაცია, ამის შესახებ იუწყება „ამერიკის ხმა“.

„ბოლო 22 წლის გათხრების დროს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სომხეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, მდიდარია უნიკალური კულტურით, ამიტომ სომხეთი, როგორც საბერძნეთი, იტალიაი და ეგვიპტე, აღქმული უნდა იქნას ქვეყნად,  საიდანაც წარმოიშვა კაცობრიობის ცივილიზაცია. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული მრავალი აუცილებელი რამ,  რომელიც ემსახურებოდა ადამიანის ცივილიზაციის საფუძველს, როგორიცაა პური, ლითონის ხელსაწყოები, ხელოვნება, ტანსაცმელი და ღვინო, ყველაფერი ეს წარმოიშვა სომხეთში. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად ჩვენ ყველანი სომხები  ვართ“, – განაცხადა ელჩმა მაიკლ გფოლერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მისი წიგნის პრეზენტაციის შემდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button