კულტურამთავარიპოლიტიკა

სომხურ-ქართული კულტურული ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის:   სომხეთში საქართველოს  კულტურიის კომიტეტის დელეგაცია იმყოფებოდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ვაჰრამ დუმანიანმა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო.

როგორც სომხეთის  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გვაცნოლბეს,   შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანი და სომხეთში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე.

შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

ხაზი გაესვა კულტურული დიპლომატიის უდიდეს როლს საქართველო-სომხეთის საუკუნოვან მეგობრობაში.

„აღსანიშნავია, რომ მინისტრის განცხადებით, სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში იგეგმება ქართული ენის სწავლება”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრაზე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ელისო ბოლქვაძემ მინისტრს კულტურის კომიტეტში მიმდინარე სამუშაო პროცესი და საქმიანობის მიმართულებები გააცნო.

მან ყურადღება გაამახვილა ორი ერის ახლო ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სომხეთის ეროვნული კრების მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიასთან განიხილება კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხანგრძლივმოქმედი სამოქმედო გეგმა.

მინისტრმა ელისო ბოლქვაძეს მადლობა გადაუხადა საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობის ხელშეწყობისა და საქართველოში არსებული სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობისთვის.

მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატეს და ერთობლივი გამოფენებისა თუ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება დაგეგმეს.

ნახეთ მეტი
Back to top button