პოლიტიკა

ერევანისა და ლიონის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ერევანსა და ლიონს შორის 1992 წ. დაწყებული ურთიერთობი ახალ პრაქტიკულ ეტაპზე გადავა. ერევნის მერი ჰრაჩია სარგსიანი, რომელიც ლიონში იმყოფება სომხურ-ფრანგული დეცენტრალიზებული თანამშრომლობის მეოთხე ფორუმის ფარგლებში, შეხვდა თავის კოლეგას გრეგორი დუზეს. ამის შესახებ “არმენპრესს” განუცხადეს ერევნის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურში.

მიესალმა რა ერევნის დელეგაციის წევრებს, ლიონის მერმა აღნიშნა, რომ ერევანს მათ პარტნიორ ქალაქებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გრეგორი დუსენმა გამოთქვა რწმენა, რომ კონფერენცია გახსნის ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს ორ ქალაქს შორის პარტნიორობის ახალ პრაქტიკულ ეტაპზე გადასაყვანად.

გამოხატა რა მადლიერება თბილი მიღებისთვის, ერევნის მერმა, თავის მხრივ, გამოიყენა საგნობრივი პროგრამების განხორციელება და გამოცდილების გაცვლა. ერევნის მერმა ლიონის კოლეგა ერევანში ორმხრივი ვიზიტით მიიწვია. ჰრაჩია სარგსიანმა აღნიშნა, რომ ეს კარგი შემთხვევა იქნება 2023 წელს სამწლიანი პროგრამის შემუშავების წინადადების ერთობლივად განხილვის თვალსაზრისით. ოფიციალური შეხვედრისას ერევნისა და ლიონის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა პირობა დადეს, რომ გააერთიანონ ძალისხმევა განათლების სფეროში, ხელი შეუწყონ ფრანგულ-სომხური პროფესიული მომზადების ცენტრის განვითარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button