მთავარიპოლიტიკა

სომხეთის  გენერალურ პროკურორად ანა ვარდაპეტიანი აირჩიეს

ეროვნულმა ასამბლეამ ფარული კენჭისყრით გენერალური პროკურორის პოსტზე ანა ვარდაპეტიანი აირჩია.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ვარდაპეტიანი ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ მიერ იყო წარდგენილი.

კენჭისყრის შემდეგ დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ნარეკ ბაბაიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის 107 დეპუტატიდან  კენჭისყრაში 70-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, ყველამ მისცა ხმა.

გენერალური პროკურორის არჩევის საკითხის განხილვაში ორი ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ  ალენ სიმონიანმა განაცხადა,  გენერალური პროკურორი თანამდებობას დაიკავებს 15 სექტემბერს  პარლამენტის სხდომაზე ფიცის წარმოთქმის შემდეგ.

ანა ვარდაპეტიანი იკავებდაპრემიერ-მინისტრის თანაშემწის თანამდებობას 2020 წლის 2 მარტიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button