საზოგადოება
ერევანი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილია რუსი ტურისტებისთვის

ერევანი გახდა ყველაზე სასურველი უცხოური ტურისტული ადგილი რუსებისთვის.
როგორც “არმენპრესი” იუწყება TASS-ზე დაყრდნობით, ამის შესახებ Aviasales-ის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკაშია აღნიშნული.
სტამბოლი და ანტალია ასევე შედის რუსებს შორის ყველაზე სასურველი სამოგზაურო მიმართულების ათეულში.
„Avisales-ის მიერ ივლისისთვის დაჯავშნილი ავიაბილეთების 2,9% სომხეთის დედაქალაქზეა გამოყოფილი“, – იუწყება TASS და დასძენს, რომ ივლისში სტამბოლი და ანტალია ასევე შევიდნენ ავიამგზავრების ტოპ ათეულში.







