
2022 წელი სომხეთისთვის კოსმოსის წელია. 5-10 სექტემბერს სომხეთი უპასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ სამეცნიერო ფესტივალს „STARMUS VI. 50 წელი მარსზე“, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთის ეროვნული ასაბლეის ვიცე-სპიკერი, ფესტივალის თანათავმჯდომარე ჰაკობ არშაკიანი წერს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ:
ჩარლი ბოლდენი – NASA-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ასტრონავტი, მონაწილეობდა ოთხ კოსმოსურ მისიაში;
ჩარლი დიუკი – ასტრონავტი, როგორც Apollo 16-ის მთვარის მოდულის პილოტი 1972 წელს, ის გახდა მეათე და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც ფეხი დაადგა მთვარეზე;
ტონი ფადელი – iPod-ისა და iPhone-ის თანაშემქმნელი და Nest Labs-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. ფადელი შეუერთდა Apple-ს 2001 წელს, როგორც უფროსი ვიცე პრეზიდენტი;
ჯიმ ბაგიანი – ინჟინერი, NASA-ს სომხური წარმოშობის ასტრონავტი;
კიპ თორნი – 2017 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში;
ასევე ათობით სხვა მეცნიერი, ასტროფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატები , კოსმონავტები.
Მუსიკა:
სერჟ ტანკიანი
ტიგრან ჰამასიანი
რიკ უეიკმენი
ანდრეი მაკარევიჩი
დერეკ შერინიანი
პროგრამის გაცნობა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: starmus.com/program.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად: https://starmus.com/tickets.
მიჰყევით სიახლეებს: https://www.facebook.com/StarmusArmenia.







