კულტურა

უჯანში დოკუმენტური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „გარგარის ხე“ გაიმართება

სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 21-28 აგვისტოს სრ არაგაწოტნის მარზის სოფელ უჯანში, კინოკულტურის განვითარების არასამთავრობო ორგანიზაცია „ფილმადარანი“ უჯანის დოკუმენტური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალს „გარგარის ხე“-ს გამართავს.

ფესტივალის პროგრამაში შედის 30 დოკუმენტური ფილმი 20-მდე ქვეყნიდან: სომხეთი, ირანი, რუსეთი, აშშ, იტალია, სერბეთი, შვედეთი, ვიეტნამი, საფრანგეთი და ა.შ.

დღის ჩვენებები გაიმართება ერევანში, სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, ხოლო საღამოს 8 საათიდან შუაღამემდე, ღია ცის ქვეშ უჯანის პარკში. ამერიკელი სომეხი რეჟისორი (ნიდერლანდებში მცხოვრები) და კინოს თეორეტიკოსი თინა ბასტაჯიანი სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარსდგება ლექციით „გასეირნება ინტერაქტიულ დოკუმენტურ ფილმში. სპეკულაციური ინტერფეისები და ზღურბლები“ .

ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება სომხური სუბტიტრებით. ფესტივალის ფარგლებში იმუშავებს უჯანის კინოსკოლაც, სადაც უჯანელი ბავშვები ფესტივალის სპეციალისტების დახმარებით გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომლებიც ნაჩვენები იქნება დახურვის ცერემონიაზე. სკოლა 2019 წლიდან ფუნქციონირებს.

რეჟისორი და მხატვარი ტუ ანჰ ნგუენი ვიეტნამიდან ჩაატარებს კოლაჟის სახელოსნოს ბავშვებისთვის ფერწერის ჯგუფებიდან უჯანსა და მეზობელ სოფლებში. ფესტივალის ბოლოს ნაჩვენები იქნება შექმნილი კოლაჟები.

ჰოლანდიელი კინორეჟისორი დირკ ვილემსენი ჩაატარებს სპეციალურ ვორქშოპს ახალგაზრდა სომეხი და ქართველი რეჟისორებისთვის.

ფესტივალის ფარგლებში უჯანში ჩასული 30-მდე უცხოელი სტუმარი ერთი კვირის განმავლობაში იცხოვრებს უჯანში მცხოვრებთა სახლებში, გაეცნობა სომხური ცხოვრების წესს და კულტურას.

დამატებითი კითხვებისთვის და ფესტივალზე დასასწრებად დარეკეთ ნომერზე 093-485-618 (არტურ ვარდიკიანი).

ნახეთ მეტი
Back to top button