პოლიტიკა

ირანი კიდევ ერთხელ აფრთხილებს:  რატომ ნერვიულობს მეზობელი, როცა სომხეთის საზღვრებზედაძაბულობაა

ირანმა სასაზღვრო საკითხებზე მორიგი გაფრთხილება გაავრცელა. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარში ირანის პრეზიდენტმა სეიედ ებრაჰიმ რაისიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა და დააფიქსირა პოზიცია, რომელიც ასევე იყო წარმოდგენილი თურქეთ-რუსეთი-ირანის სამმხრივ შეხვედრაზე დაახლოებით ერთი თვის წინ.

ამგვარი პოზიციონირება ასევე დაკავშირებულია სომხეთ-ირანის საზღვართან, ე.წ „ზანგეზურის დერეფანთან“ და სომხურ სიუნიქთან. რა აწუხებს ირანს და უბიძგებს მას გაიმეოროს ეს გზავნილი, რომ ირანი დაუპირისპირდება საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას? „რადიოლურმა“ შეეცადა გაეგო ამ ქვეყნის პოზიცია და შიშების ნიუანსები.

ირანის მეჯლისის სომეხი დეპუტატი რობერტ ბეგლარიანი „რადიოლურთან“ საუბარში ირანის ფრთხილ დამოკიდებულებას რეგიონში მიმდინარე პროცესების მიმართ რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

ის ფაშინიან-რაისის შეხვედრის მთავარ აქცენტს ნათელ გზავნილად მიიჩნევს როგორც სომხეთს, ასევე რეგიონის სხვა „მოთამაშეებისადმი“. საუბარია ირანის პრეზიდენტის ფორმულირებაზე, რომ ირანი წინააღმდგია  რეგიონის პოლიტიკური გეოგრაფიის ნებისმიერი ცვლილებისა.

ოფიციალური წყაროების ცნობით, რაისმა განაცხადა: „ირანი მგრძნობიარეა თავისი საზღვრების მიმართ კავკასიის რეგიონში და წინააღმდეგი იქნება მათი შეცვლის ნებისმიერი მცდელობისა“. ირანელი დეპუტატის თქმით, ეს არის გზავნილი, რომ ისინი ფხიზლად და ფრთხილად არიან. ბეგლარიანის თქმით, ე.წ. საზღვარი მხოლოდ ირანის სასაზღვრო ხაზი არ არის.

„ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ თუ ირან-სომხეთის საზღვარი ირანის „წითელი ხაზია“, ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ სასაზღვრო ხაზი, მნიშვნელოვანია სიუნიქის უსაფრთხოებაც. თუ ღმერთმა ქნას, ნება მომეცით ასე განვაცხადო, ქვეყნებს შორის იქნება სხვა შეთანხმებები, განსაკუთრებით სომხეთ-აზერბაიჯანის, ბუნებრივია, ირანი ეცდება გულგრილი არ დარჩეს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, სომხეთს აქვს თავისი დამოუკიდებლობა, თავისი სუვერენიტეტი, ყველაფრის მიუხედავად, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ირანის მიდგომები ალბათ დიპლომატიური იქნება, განსაკუთრებით დასაწყისში. სხვა ფორმულირებას ვერ ვიწინასწარმეტყველებ, მაგრამ ირანისთვის სასურველია, მსგავსი რამ არ მოხდეს. მაგრამ რაც შეეხება საზღვარს, ირანი არ შეეგუება საზღვრის მოშლის მცდელობას“.

დაახლოებით 1,5 თვის წინ თეირანმა ბაქოს  აუწყა, რომ თანახმაა მისი ტერიტორიით უზრუნველყოს აზერბაიჯანი-ნახიჯევანის კავშირი. ისინი მზად არიან გააფართოვონ, გააუმჯობესონ და გამოსაყენებელი  გახადონ ადრე მოქმედი  55-კილომეტრიანი გზა, სანამ სომხეთის ტერიტორიაზე ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ არ იმუშავებს. ირანის შეშფოთება, მეჯლისის დეპუტატის თქმით, ძირითადად გზის კონტროლს უკავშირდება.

„ირანი ცდილობს შექმნას ეს შესაძლებლობები, რათა შემცირდეს ინტერესი ზანგეზურის დერეფნის მიმართ. ირანის განწყობილება ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორებიდან გამომდინარეობს. ბოლოს და ბოლოს, ირანი ისტორიულად ფრთხილობდა, რომ ეს საზღვარი ხელუხლებელი შეენარჩუნებინა პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად.  კერძოდ, თუ ასეთი დერეფანი გაიჭრება სიუნიქზე გავლით და მას არ დაიცავს  სომხეთის შეიარაღებული ძალები ეს საფრთხე ყოველთვის იქნება“, -აღნიშნა ირანელმა დეპუტატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button