კულტურამთავარი

ნათელი ადამიანები  საუბრობენ   „ბნელ“   თემებზე  –  Starmus III-ის მიმოხილვა

მუსიკას და ხელოვნებას შეუძლია ხალხი დააახლოოს მეცნიერებასთან და შთააგონოს ახალი სამეცნიერო აღმოჩენები. მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილი  მეცნიერები, ასტრონავტები და მხატვრები კვლავ შეიკრიბნენ კანარის კუნძულებზე 2016 წელს, რათა განეხილათ ხელოვნება და მეცნიერება, ასტრონომია და სამყაროს საიდუმლოებები, ესაუბრათ კაცობრიობის მომავალზე და ახალ სამეცნიერო მიღწევებზე.

სტარმუს III. „ჰორიზონტის მიღმა:  სტივენ ჰოკინგის პიროვნებისადმი პატივის მიგება”

2016 წელს კანარის კუნძულებზე მოეწყო უკვე ტრადიციად  ქცეული მესამე Starmus ფესტივალი,რომელიც 27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლითმიმდინარეობდა და ეძღვნებოდა საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერის სტივენ  ჰოკინგს. ფესტივალს სახელწოდებაც შესაბამისი  ჰქონდა  – „ჰორიზონტს მიღმა – სტივენ ჰოკინგისათვის პატივის მიგება“.  შთამბეჭდავი იყო სპიკერების მაშინდელი  სია: თეორეტიოს- ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი, საბჭოთა კოსმონავტი და პირველი ღია კოსმოსში გამსვლელი  ალექსეი ლეონოვი, პირველი კანადელი ასტრონავტი,  კოსმოსში ფეხით მოსიარულე კრის ჰედფილდი, Apollo 9-ის ასტრონავტი რასელ შვაიკარტი, Space X-ის კომპანიის უფროსი კონსულტანტი, ასტროფიზიკოსი ნილ დეგრას ტაისონი, კოსმონავტი რომან რომანენკო, „კასპერსკის ლაბორატორიის“ დირექტორი და პრეზიდენტი ევგენი კასპერსკი, ნობელის პრემიის ლაურეატები: ფიზიკოსი როჯერ პენროუზი, ასტროფიზიკოსები კიპ თორნი, ადამ რისი, ბრაიან შმიდტი და ბერი ბარიში,  ბიოფიზიკოსი რობერტ ბლეკბურდნი , ფიზიკოსები ერიკ ბეციგი და დევიდ გროსი, ეკონომისტი ჯოზეფ შტიგლიცი და სხვები.

ფესტივალის მუსიკალური ნაწილიც უნიკალური იყო წელს, რადგან Starmus III-ში მონაწილეობდნენ ოსკაროსანი კომპოზიტორი ჰანს ციმერი, Queen-ის გიტარისტი, ასტროფიზიკოსი ბრაიან მეი, ცნობილი თეატრის მომღერალი სარა ბრაიტმანი და სხვები.

ფესტივალი იმითაც გამოირჩეოდა, რომ ამ წელს პირველად 2015 წლის დეკემბერში დაწესებული Starmus-ის ფარგლებში სტივენ ჰოკინგის სახელობის ჯილდო გადაცა. ეს უნიკალური მედალი მიენიჭა Science Communicators სამ კატეგორიაში: მეცნიერება, ხელოვნება და კინო. მედლის ერთ მხარეს სტივენ ჰოკინგის სურათის ავტორი კოსმონავტი ალექსეი ლეონოვია. მედლის მეორე მხარეს არის კოსმოსში მოსიარულე ბრაიან მეი და მისი ცნობილი გიტარა.

თავად ჰოკინგმა მედლის შესახებ საუბრისას თქვა: „ ამ პროცესში სკოლის მოსწავლეების, პოლიტიკოსებისა და პენსიონერების ჩართვით, მეცნიერება გადმოინაცვლებს  ყოველდღიური ცხოვრების ცენტრში. მეცნიერების ხალხთან მიტანით ჩვენ ადამიანებს ვაახლოებთ მეცნიერებასთან. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, შენთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ მხარს ვუჭერ და პატივს ვცემ მათ საქმიანობას, ვინც მეცნიერებას ავრცელებს“.

სურათზე: სტივენ ჰოკინგის მედლის პრეზენტაცია ლონდონში 2015 წლის დეკემბერში

სადაც სიცოცხლეა, იქ არის იმედი

„მე დავიბადე 1942 წლის 8 იანვარს, გალილეო გალილეის გარდაცვალებიდან ზუსტად 300 წლის შემდეგ. ამ სიტყვებით Starmus III-ის ფარგლებში სტივენ ჰოკინგმა დაიწყო ლექცია სახელწოდებით „ჩემი ცხოვრების მოკლე ისტორია“. მისთვის დამახასიათებელი იუმორით გაჟღენთილი ლექციის დროს ჰოკინგმა წარმოადგინა თავისი ბავშვობა, საუნივერსიტეტო ცხოვრება და ყოველდღიურობა, ასტროფიზიკასა და კოსმოლოგიაში ჩართვის პირველი მცდელობები, ასევე დაავადების დაძლევის პირველი წლები. ”მე დავიწყე ყველაფრის დაფასება, რაც მაქვს. სადაც სიცოცხლეა, იქ არის იმედი.”

ჰოკინგმა წარმოადგინა თავისი ჰიპოთეზა სამყაროს წარმოშობის, შავი ხვრელების და მათში ინფორმაციის შენახვის შესახებ და გამოთქვა მოსაზრება, რომ კაცობრიობის მომავალი დედამიწის გარეთაა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კოსმოსში გასვლა კაცობრიობის მომავლისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ კიდევ 1000 წელი ჩვენი მყიფე პლანეტის დატოვების გარეშე. სწორედ ამიტომ მინდა წაახალისოს საზოგადოების ინტერესი კოსმოსის მიმართ…

ეს იყო დიდებული დრო თეორიული ფიზიკის სფეროში ცხოვრებისა და კვლევისთვის. დიდი ტრიუმფია, რომ ჩვენ ადამიანები, ბუნების ფუნდამენტური ნაწილაკების კოლექციები, ასე ახლოს მივედით იმ კანონების გაგებასთან, რომლებიც მართავენ ჩვენ და ჩვენს სამყაროს.

დაიმახსოვრე ვარსკვლავებისკენ ყურება და არა ქვევით ფეხებთან. შეეცადეთ გაიაზროთ ის, რასაც ხედავთ და გაიგოთ, რა განაპირობებს სამყაროს არსებობას. იყავი ცნობისმოყვარე. და რაც არ უნდა რთული ჩანდეს ცხოვრება, ყოველთვის შეგიძლია რაღაცის გაკეთება და წარმატების მიღწევა. მნიშვნელოვანია, არ დანებდეთ“, – ამ სიტყვებით დაასრულა ჰოკინგმა გამოსვლა.

სურათზე: ჰოკინგი აჩვენებს ფოტოს ოქსფორდის უნივერსიტეტში მისი სტუდენტობის პერიოდიდან გამოსვლის დროს “ჩემი მოკლე ისტორია”

მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები მცდელობებისა  და შეცდომის შედეგად  ხდება.

Starmus III-ის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო კანადელი ასტრონავტი კრის ჰედფილდი, რომელმაც კოსმოსში 166 დღე გაატარა. ის იყო პირველი კანადელი, ვინც კოსმოსში გავიდა, პირველი კანადელი, რომელიც გახდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეთაური 2013 წელს. ჰედფილდი განსაკუთრებით ცნობილი გახდა კოსმოსურ სადგურზე ყოველდღიური რუტინის გადაღებით და Twitter-ზე, Facebook-ზე, Google-სა და Tumblr-ზე გამოქვეყნებით, რაც საინტერესო ინფორმაციას აწვდიდა უწონაო მდგომარეობაში მისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.

სურათზე: ბრაიან შმიტი ლექციაზე “ბნელი,ბნელი კოსმოსი”

ფესტივალის ფარგლებში ჰედფილდმა კოსმოსში განხორციელებულ მისიებზე, ასტრონავტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ადამიანის კოსმოსური მოგზაურობა ადამიანის ფუნდამენტური სურვილის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწილია. გამოსვლის შემდეგ ჰედფილდს რეპორტიორმა ჰკითხა, რა რჩევას მისცემდა ბავშვებს, რომლებსაც უყვართ მეცნიერება, მაგრამ ხშირადმათიექსპერიმენტები ჩიხში  ექცევა.

„ნებისმიერმა მეცნიერმა უნდა აღიაროს, რომ ყველაფერი შეიძლება არასწორად წარიმართოს. გალილეოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას დაინახავდა, როდესაც ტელესკოპს პირველად დაჰყურებდა. შედეგად, მან გადაწერა ყველა ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორია სამყარო. მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები ცდისა და შეცდომის გზით ხდება. სწორედ ასე ვსწავლობთ სიარულს, ლაპარაკს, ჩვენი შესაძლებლობების გამოყენებას. შეცდომებზე უნდა ისწავლო“.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნის დროს, ჰედფილდის მიერ დევიდ ბოუის Space Oddity-ის შესრულება, სხვა გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებს შორის, განსაკუთრებით პოპულარული იყო, რამდენიმე ათეულ მილიონზე მეტი ნახვით YouTube-ზე. Starmus III-ის მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა მოესმინათ სიმღერა, რომელიც სცენაზე შესრულდა კანადელი ასტრონავტის მიერ.

ნათელი ადამიანები საუბრობენ „ბნელ“ თემებზე

ფიზიკოსმა ბრაიან შმიტმა, რომელმაც 2011 წელს ნობელის პრემია მოიპოვა ორ სხვა მეცნიერთან ერთად იმის გამო, რომ აღმოაჩინა, რომ სამყარო ფართოვდება დაჩქარებულად, წაიკითხა ლექცია თემაზე :  “ბნელი, ბნელი სამყარო”. მან აღნიშნა, რომ მისთვის ასტროლოგიის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ „ის გაძლევს საშუალებას პირდაპირ წარსულში ჩაიხედო“. შმიტმა ისაუბრა სამყაროში ბნელ მატერიასა (dark matter) და ბნელ ენერგიაზე  (dark energy). საუბარში მან განმარტა, თუ როგორ მივიდა დასკვნამდე, რომ სამყარო აჩქარებული ტემპით ფართოვდება შორეულ გალაქტიკებში Ia ტიპის ზეახალი ვარსკვლავების ათობით აფეთქების შესწავლით.

მან აღნიშნა, რომ თავიდან საკუთარ მონაცემებს არ სჯეროდათ და თვეები დახარჯეს მის ხელახლა გადამოწმებაზე. შმიტმა დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ არ იციან რა არის ბნელი ენერგია, ის აშკარად ყველგან არის.

სურათზე: სტივენ ჰოკინგის მედლის მფლობელები Starmus III-ის სცენაზე

Starmus III -ი  26 გამოსვლა   ერთ წიგნში

ფესტივალის მუშაობა ავტორებმა შეაჯამეს წიგნით „Starmus: ჰორიზონტს მიღმა“, რომელიც მოიცავს 26 გამოსვლას,ის ეძღვნება ჰოკინგს, სამყაროს წარმოშობას, „დიდი აფეთქების“ თეორიას, პლანეტა დედამიწისა და მისი ბუნებრივი რესურსების მართვას,  მის მომავალს. წიგნის შესავალის  სიტყვის ავტორი თავად ჰოკინგია.

სურათზე: Starmus III -ის  26 გამოსვლა   ერთ წიგნში -„Starmus: ჰორიზონტს მიღმა“
ნახეთ მეტი
Back to top button