კულტურა

“მემკვიდრეობის შენარჩუნება მდგრადი მომავლისთვის”. სომხური ბეჭდვის 510 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

სრ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გამართავს საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით “მემკვიდრეობის შენარჩუნება მდგრადი მომავლისთვის”, რომელიც ეძღვნება სომხური ბეჭდვის 510 წლის იუბილეს. ინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს პრესსამსახური.

კონფერენციის მიზანია გააერთიანოს დარგის წამყვანი და ახალგაზრდა სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გახდეს საერთაშორისო საბიბლიოთეკო გამოცდილების გაცვლის პლატფორმა, განიხილოს აქტუალური საკითხები, მოახდინოს ინოვაციების პრეზენტაცია, ასევე მიღებული საერთაშორისო ფორმატების, მართვის სისტემების და ტექნოლოგიებისთვის დანერგოს გამოცდილება.

კონფერენციის ფარგლებში ბიბლიოთეკა უმასპინძლებს სპეციალისტებს: (დაახლოებით 150 მონაწილე) ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, საფრანგეთის რესპუბლიკიდან, ნიდერლანდების სამეფოდან, სერბეთის რესპუბლიკიდან, ლიბანის რესპუბლიკიდან, ქუვეითიდან, ესპანეთის სამეფოადნ, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკიდან, რუსეთის ფედერაციიდან, ბელორუსის რესპუბლიკიდან, ყირგიზეთის რესპუბლიკიდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან, ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან, უზბეკეთის რესპუბლიკიდან, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკიდან და სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციის მთავარი მომხსენებლები არიან „ინტერნეტ არქივის“ დამფუძნებელი ბრუსტერ კალე, საბიბლიოთეკო ასოციაციებისა და ინსტიტუტების საერთაშორისო ფედერაციის (IFLA) პრეზიდენტი ბარბარა ლიზონი. კონფერენციის მესამე დღეს იგეგმება კულტურული პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სომხეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას ითვალისწინებს.

ნახეთ მეტი
Back to top button