მთავარისაზოგადოება

სავაჭრო ცენტრი „სურმალუ“ დაახლოებით 1 დღეა ხანძარს ებრძვის. 15 მოქალაქე იძებნება

გუშინ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი ძლიერი აფეთქებით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობისა და ნანგრევების ქვეშ დარჩენილი მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

აფეთქების შედეგად 6 მსხვერპლია, რომელთა ვინაობა ცნობილია: მისაკ მარგარიანი, ანაჰიტ მხითარიანი, ჯემა ნაზარიანი, ანაჰიტ ხალათიანი, ვარდან ქოჩარიანი, გაიანე ავეტისიანი.

ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 15 მოქალაქე იძებნება. ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად 21 დაზარალებული მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში განაგრძობს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.

შემთხვევის ადგილზე დღეს დილით მივიდა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. მას ერევნის მერი ჰრაჩია სარგსიანი დახვდა.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრის აფეთქებასთან დაკავშირებით, მწუხარება გამოთქვა არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა.

მანამდე NEWS.am-ის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრები დაკეტილია, მათ შორის „ფეთაკი“.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბარში საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ დავით ჰამბარიანმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი სრულად კონტროლდება. მან ასევე აღნიშნა, რომ საქმე აქვთ ძლიერად აალებადი მასალებთან, რომლებიც ინახებოდა საწყობებში. „ფაქტობრივად, ხანძარი სათავსოებში გაჩნდა“.

აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სრ სსკ-ის 357-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების ან მოთხოვნების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები) და 358-ე მუხლის მე-2 ნაწილის (აალებადი ან ცეცხლგამჩენი მასალების შენახვის, აღრიცხვის, ტრანსპორტირების, მიწოდების ან გამოყენების წესების ან მოთხოვნების დარღვევას, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები) ნიშნებით.

ნახეთ მეტი
Back to top button