პოლიტიკა

თურქეთმა და აზერბაიჯანმა კარგად იციან, რა მოხდება, თუ ისინი დაუპირისპირდებიან ხამენეის

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ძალიან სერიოზულად იციან, რა მოხდება, იმ შმთხვევაში, თუ ისინი დაუპირისპირდებიან ირანის მიერ მაღალ დონეზე  გაკეთებულ განცხადებებს. დაუპირისპირდეს. ეს მოსაზრება Sputnik სომხეთთან საუბარში ირანოლოგმა ვარდან ვოსკანიანმა გამოთქვა.

ირანი რეგულარულად უგზავნის სიგნალებს როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს და თურქეთს, რომ ირანი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს რაიმე ხელყოფას ან ამბიციას სომხეთ-ირანის საზღვარზე, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ 19 ივლისს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ  ერდოღანთან საუბარში განაცხადა, რომ ირანი დაუპირისპირდება თურქეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკას ირანსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკეტვის შმთხვევაში, რადგანაც ეს საზღვარი ითვლება საკომუნიკაციო გზად  და ის არსებობს ატასობით წელია.

„ერდოღანის რეჟიმი ასეთ გაფრთხილებებს ძალიან იშვიათად ტოვებს უპასუხოდ, ამიტომ რეაქციების არარსებობა თავისთავად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აიათოლა ალი ხამენეის გზავნილმა მიაღწია დანიშნულების ადგილს“, – განაცხადა ვოსკანიანმა.

11 აგვისტოს ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას, ისაუბრა ბოლო დღეებში სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ დაძაბულ ინციდენტებზე, ახსენა ხამენეის განცხადება რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ბოლო შეხვედრის დროს. რომ ირანი მგრძნობიარეა მისი საზღვრების მიმართ კავკასიის რეგიონში.  ის დაუპირისპირდება მათ შეცვლის ნებისმიერ მცდელობას.

„აშკარაა, რომ ირანის სულიერი ლიდერის განცხადება სომხეთ-ირანის საზღვრის ათასწლიან ისტორიასთან დაკავშირებით და ამ საზღვარზე ყოველგვარი ხელყოფის გამორიცხვა იყო პირდაპირი მითითება ირანის მთელი პოლიტიკური სისტემისთვის, კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით როგორც დიპლომატიურ, ისე სხვა სფეროებში, ამიტომ ირანის პრეზიდენტი ამ საკითხს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას არ შეხებია“, – განმარტა ირანელმა ექსპერტმა.

მიუთითა რა სომხეთზე აზერბაიჯანულ-თურქული დუეტის რეგულარულ ზეწოლაზე  ვოსკანიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი და რუსეთი სომხეთს მათთან დაპირისპირებაში დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევენ, ამიტომ, ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ აღების ყველა მცდელობა პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს  სომხური მხარის მხრივ.

ნახეთ მეტი
Back to top button