პოლიტიკა

სომხეთში დაიწყო კონკურსი „მშვიდობის მეომარი“

15 აგვისტოს, მონტე მელქონიანის სამხედრო სპორტულ აკადემიაში გაიმართა ტურნირის „საერთაშორისო არმიის თამაშები-2022“ ფარგლებში მოქმედი შეჯიბრის „მშვიდობის მეომარი“ გახსნის ცერემონია, რომელსაც დაესწრნენ სრ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ედვარდ ასრიანი, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები, სრ-ში აკრედიტებული უცხოური დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და სამხედრო ატაშეები.

როგორც ,,არმენპრეს“-ს აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროდან, გენერალ-მაიორმა ედუარდ ასრიანმა გამოთქვა რწმენა, რომ შეჯიბრის მონაწილეები, გუნდები გამოავლენენ პროფესიონალიზმს, საბრძოლო და ტაქტიკური მომზადების მაღალ დონეს.

„კონკურსანტები საუკეთესოები არიან, მათ გაიარეს წინასწარი შერჩევის რთული გზა, დაიმსახურეს პატივი პატიოსან ბრძოლაში წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნების შეიარაღებული ძალები. კონკურსი „მშვიდობის მეომარი“ იქნება საბრძოლო ძმობისა და გამბედაობის ნამდვილი დღესასწაული და ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას“, – განაცხადა ედვარდ ასრიანმა მისასალმებელ სიტყვაში.

წყაროს ცნობით, კონკურსში „მშვიდობის მეომარი-2022“ მონაწილეობენ სომხეთის, რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. დსთ-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საბჭოს გადაწყვეტილებით და ორმხრივი ხელშეკრულების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსი „მშვიდობის მეომარი“ იმართება „საერთაშორისო არმიის თამაშების“ ტურნირის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და დსთ-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლობის გეგმით. სომხეთის რესპუბლიკაში უკვე მეხუთე წელია ზედიზედ იმართება “მშვიდობის მეომარი”.

ნახეთ მეტი
Back to top button