საზოგადოება

„სურმალუში“ მომხდარი აფეთქების ფაქტებს სრ საგამოძიებო კომიტეტი გადაუდებელი მოქმედებებით იძიებს

სრ სსკ-ის 357-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 358-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწყებული სისხლის სამართლის საქმეზე, ერევნის საგამოძიებო განყოფილებაში მიმდინარეობს გადაუდებელი და მასშტაბური ადმინისტრაციული და საგამოძიებო მოქმედებები, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების ყველა გარემოების დადგენის მიზნით. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სრ საგამოძიებო კომიტეტიდან.

„დავამატებთ, რომ 2022 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 13:30 საათზე, ერევანში, არშაკუნიაცის გამზირზე 15 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულმა მოქალაქეებმა მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები.

მიღებული მონაცემებით, აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე არსებული პავილიონები, მიმდებარე შენობები და გაჩერებული მანქანები.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას. დაიკითხა ორ ათეულზე მეტი მოქალაქე, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მოქმედი ბიზნესმენებისა და თანამშრომლების ვინაობა ირკვევა, საგამოძიებო ორგანოებს დავალებები აქვთ მიცემული“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყაროს ცნობით, გამოძიება გრძელდება.

სავარაუდო დანაშაულში ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერი გადაწყვეტილებით.

ნახეთ მეტი
Back to top button