პოლიტიკა

„ჰიბრიდული ომი“ სომხეთის წინააღმდეგ  –  როცა სამიზნე საზოგადოებრივი ქცევაა

სავაჭრო ცენტრის “სურმალუს” ტრაგედიამ და შემდგომში ბომბების განთავსების ცრუ სიგნალიზაციამ აიძულა პოლიტიკური და ანალიტიკური სფერო ახლა “ჰიბრიდულ ომზე” ელაპარაკოს. ბევრი დარწმუნებულია, რომ სომხეთში ბოლო მოვლენები „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია. უფრო მეტიც,  წლების განმავლობაში დარწმუნდნენ, რომ ასეთ ტექნოლოგიებს სომხეთის წინააღმდეგ ადრეც იყენებდნენ.

სავაჭრო ცენტრის “სურმალუს” ტრაგედიას ჯერ არავინ უწოდებს ტერორისტულ თავდასხმას, მაგრამ მას წინ უსწრებდა და მოჰყვა მოვლენები, კერძოდ, ბომბის განთავსების ცრუ განგაში, რის გამოც მომხდარი უკვე მკაფიო კვალიფიკაციას იღებს. საზოგადოების მუდმივ დაძაბულობაში  დაყოვნების  სხვადასხვა გამოვლინებას თავისი სახელი აქვს, ეს არის „ჰიბრიდული ომი“.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ყოფილმა დეპუტატმა არმან ბაბაჯანიანმა პარტიის სამძიმრის წერილში გარკვევით განაცხადა: „სომხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი ჯერ არ დასრულდება, რადგანაც ჰიბრიდული მესამე მსოფლიო ომი გაგრძელდება დიდხანს. ეს ის მომენტია, როცა ყველა ძლიერია ყველას წინააღმდეგ და ყველა ყველას ზურგს უკან  დგას“.

ტერმინი „ჰიბრიდული ომი“ დამკვიდრდა მე-20 საუკუნის ბოლოს, რათა აღეწერა სამხედრო დოქტრინა შეერთებულ შტატებში, რომელიც აერთიანებს ჩვეულებრივ ომებს, მცირე ომებს და კიბერ ომებს. ამჟამად „ჰიბრიდული ომი“ ითვლება ომის წამყვან სახეობად, მაგრამ მისი ცალკეული კომპონენტები ფართოდ გამოიყენება როგორც წარსულში, ასევე ახლაც. ფრენკ ჰოფმანის თქმით, რომელმაც პირველმა შემოიტანა ეს კონცეფცია აშშ-ში, „ჰიბრიდული ომები“ ახალი არ არის, ისინი უბრალოდ ყოველ ჯერზე ერთმანეთისაგან განსხვავებულია“.

ჰიბრიდული ომი არ არის ომი ტანკებით ან იარაღით, არამედ ხორციელდება პოლიტიკური პროპაგანდის, ტერორიზმის, დეზინფორმაციის გზით.

„თანაბარი უფლებებისთვის“ საგანმანათლებლო ცენტრის თავმჯდომარის, ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ ყოფილი დეპუტატის, გაიანე აბრაჰამიანის განცხადებით, სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების რამდენიმე მიზანი არსებობს. თუ პირველი დაკავშირებულია უსაფრთხოების საკითხებთან, სიფხიზლესთან და სამართალდამცავი ორგანოების დაძაბულობასთან, მეორე ეფექტი საგრძნობია საზოგადოებრივი ქცევის სფეროში.

„მაგალითად, მისი  გავლენა შეგვიძლია დავინახოთ რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის დატოვებას. ჩვენს ირგვლივ ქვეყნებს ძირითადად ეს სჭირდებათ, რომ სომხეთი მაქსიმალურად დაიცალოს, არცახში მაქსიმალურად შემცირდეს სომეხი მოსახლეობის რიცხვი.  უნდა გვესმოდეს, ეს კეთდება იმისთვის რომ საბოოოდ გაწყდეს  ნდობა საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის.  ომის შემდეგ ამ ნდობის დონემ საშინელი ვარდნა განიცადა და ეს შეიძლება მართლაც კატასტროფული იყოს. 4-5 წლის წინ, როცა გამუდმებით ვამბობდი, რომ ყალბი ამბები ჩვენთვის ეროვნული და სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემაა, ეს განგაში სერიოზულად არ მიიღეს. პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რო  არ დაიჯეროთ ყველა სტატია, ტელეგრამ არხის აბსურდული განცხადებები და ა.შ. და ა.შ. იცოდეთ ინფორმაციის გადამოწმება, ან დაელოდოთ სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოსულ ინფორმაციას“.

არ არის აუცილებელი „ჰიბრიდული ომი“ იყოს პროვოცირებული „გარედან“. ყველაფერი მიზნებზეა დამოკიდებული, განმარტავს პოლიტოლოგი ჰაკობ ბადალიანი.

„ასე თუ ისე, ამ ყველაფერში მონაწილე სუბიექტებს, იქნება ეს სომხეთის ფარგლებს გარეთ თუ სომხეთის ფარგლებში, შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მიზნები. ასეთი სიტუაციები არის „მღვრიე წყალი“, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია სცადოს თევზაობა, იქნება ეს დიდი ძალაუფლების ცენტრი თუ ჩვენი ერთ-ერთი ტრანსნაციონალური ერთეული, თუ მცირე ჯგუფი გაცილებით მცირე მიზნებით, მცირე პრობლემებითა და სამიზნეებით. ასეთი სიტუაციები, სამწუხაროდ, ქმნიან ისეთ გარემოს, როცა ცდილობენ ვინმესთან ანგარიშსწორება, ვინმესთის პასუხისმგებლობის დაკისრებას, დადანაშაულებას და ა.შ. სწორედ ეს ხდის ასეთ სიტუაციებს უკიდურესად საშიშს“.

ყოფილი დეპუტატი გაიანე აბრაჰამიანი ცდილობს ივარაუდოს ქმედებების სერიოზულობიდან, თუ სად  შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენება.

„ეს კეთდება და ადრეც აკეთებდა კონკრეტულ მტრულად განწყობილი სახელმწიფო, თუმცა შეიძლება გარკვეულწილად ოპოზიციის ინიცირებაც იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ვერაფერს გამოვრიცხავთ. რა თქმა უნდა, ბოლო დროს შემოსული სიგნალები გაცილებით სერიოზულია და მაინც იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა. ანუ, ეს აშკარად ჰიბრიდული ომის ნაწილია და, ჩემი აზრით, ამას მტრული სახელმწიფო აკეთებს“.

ბოლო გამოცდილებამ აჩვენა, რომ სომხური საზოგადოება ადვილად ექვემდებარება მანიპულირებას და გავლენას. ასეთი „ნაყოფიერი“ ნიადაგი გამოიყენება სხვადასხვა მიზნით.

„ალბათ მიზნები ისაა, რომ სომხეთში უმართავი ვითარება მივიღოთ, ან კიდევ უფრო ატალახდეს ისედაც „მღვრიე წყალი“ და მერე კი ის ვისაც თევზაობა შეუძლია დაიჭერს სომხეთის ხარჯზე, სომხური საზოგადოების ხარჯზე, სომხეთის უსაფრთხოების ხარჯზე“, ამბობს  პოლიტიკური კომენტატორი ჰაკობ ბადალიანი.

მისი აზრით,  „ჰიბრიდული ომი“ მთელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელი ფენომენია, მისი თქმით, ზესახელმწიფოებიც კი – აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ევროპის ქვეყნები ერთსა და იმავე სამიზნეზე არიან. ანალიტიკოსის აზრით, სხვა საკითხია, რომელ ქვეყანაში რა მასშტაბებითა და გამოვლინებებით არის გამოხატული ეს ომი და ეს უკვე იმ ქვეყნების გამძლეობაზეა დამოკიდებული.

ნახეთ მეტი
Back to top button