მთავარისაზოგადოება

ნაპოვნია 16 მოქალაქის ცხედარი, 2 დაკარგულად ითვლება

16 აგვისტოს 21:00 საათისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ხანძარი 16 აგვისტოს 14:38 საათზე იზოლირებული იყო, ლოკალიზებული იქნა 17:49 საათზე. წინასწარი მონაცემებით, ხანძარსაწინააღმდეგო-სამაშველო სამუშაოების ფართობი დაახლოებით 1 ჰა-ს შეადგენს. სამსართულიანი შენობა (დაახლოებით 2889 კვ.მ) ჩამოინგრა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად იპოვეს 16 მოქალაქის ცხედარი.

ერევნის სამედიცინო ცენტრებს 62-მა მოქალაქემ მიმართა, მათგან 7 აგრძელებს მკურნალობას, დანარჩენს კი შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და გაწერეს.

შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 155 მაშველი მუშაობს, მათ შორის: ერევნის საქალაქო სამაშველო დეპარტამენტის 11 მაშველი, კრიზისების მართვის სახელმწიფო აკადემიის 13, ატომური ელექტროსადგურის სპეციალური სახანძრო ბრიგადის 24 მაშველი, ერევნის სამაშველო დეპარტამენტის 7 სახანძრო და 1 მაშველი ტექნიკა, 1 საავტომობილო კიბე, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ოპერატიული, სამაშველო ძალების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების სამაშველო ოპერაციების ცენტრის მაშველი, უპილოტო მფრინავი აპარატების სპეციალიზებული და კინოლოგიური, სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამუშაოების ორგანიზების დეპარტამენტის მორიგე ჯგუფები, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მორიგე ფსიქოლოგი, ლორის სამძებრო-სამაშველო ჯგუფი (79 მაშველით), ასევე სამხედრო-პატრიოტული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ვომა“-ს 25 მოხალისე, ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ 50 მოხალისე.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს. სამუშაოებში ასევე ჩართულია 3 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და 1 ავტო ამწე.

სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” ხანძარსაწინააღმდეგო და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 14-დან 16 აგვისტომდე პერიოდში მონაწილეობდა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ტერიტორიული და სტრუქტურული სამმართველოების 665-მდე მაშველი და მოხალისე. ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მორიგე ჯგუფი მოქალაქეებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ადგილზე უწევს. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიიღონ ფსიქოლოგიური დახმარება „911“ ცხელ ხაზზე დარეკვით.

შემთხვევის ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების მინისტრი არმენ ფამბუხჩიანი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გ. სანოსიანი.

სამინისტროს ცხელ ხაზზე 911-ზე მიღებული ზარების შედეგად სავაჭრო ცენტრ “სურმალუს” ტერიტორიაზე დაკარგულად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი მოქალაქეები: 1. გაგიკ კარაპეტიანი 2. ვანიკ ამირხანიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button