საზოგადოება

სურენ პაპიკიანმა და სერგეი შოიგუმ განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები

16 აგვისტოს სრ თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი რუსეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის თავდაცვის მინისტრს, არმიის გენერალ სერგეი შოიგუს შეხვდა.

 ორი სტრატეგიულად მოკავშირე ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი.

სურენ პაპიკიანმა წარმოადგინა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ასევე არცახში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და აღნიშნა, რომ ვითარება კვლავ დაძაბულია.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს სიტუაციის თანმიმდევრული და უწყვეტი სტაბილიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას და ამ საკითხში ხაზგასმით აღნიშნეს რუსული სამხედრო ჯგუფის როლი, რომელიც ახორციელებს სამშვიდობო მისიას არცახში.

სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა კმაყოფილება გამოთქვეს სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის არსებული დონით და განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გეგმები და შესაძლებლობები.

ასევე, მოსაზრებები გაცვალეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button