
მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, ელჩ რუბენ სადოიანს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, იუწყება საქართველოში სრ საელჩო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულ ეფექტურ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ელჩ სადოიანს მადლობა გადაუხადა სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
მხარეებმა გამოთქვეს ნდობა, რომ ელჩის მუშაობის პერიოდში ორმხრივ ურთიერთობებში დაფიქსირებული მიღწევები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.







