კულტურა

სომხეთში ორღანის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

სრ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და კამერული მუსიკის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 26 სექტემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით სომხეთში ვაჰაგნ სტამბოლციანის სახელობის ორღანის საერთაშორისო ფესტივალიჩატარდება.

ფესტივალის ფარგლებში ერევანში, კაპანსა და ჩარენცავანში 12 საკონცერტო პროგრამა გაიმართება. ღონისძიებაზე გამოვლენ საერთაშორისო აღიარებული ორღანისტები, მათ შორის ფაბიო მაჩერა (იტალია), ევგენი ავრამენკო (რუსეთი), ჟან-პიერ სტივერსი (ჰოლანდია), ლადა ლაბზინა (რუსეთი), ემანუელ არაკელიანი (საფრანგეთი). მუსიკოსები ასევე გამართავენ მასტერკლასებს.

სომხურ საორღანო სკოლას წარმოადგენენ ანა ბაკუნცი, კარინე ჰოვჰანნისიანი,  ჰარუთიუნ თაგვორიანი, თერეზა ოსკანიანი, ჰოვანეს მანუკიანი, არმენ აღაჯანიანი, დავით ოვჰანნისიანი, ლუსინ სარაჯიანი, ლუსინე ჰარუთიუნიანი,  ვაჰაგნ მარგარიანი, მარინა ნაჰაპეტიანი.

შესრულდება როგორც კლასიკური, ისე სომეხი ავტორების საორღანო  ნაწარმოებები.

ფესტივალის პროგრამაში ასევე შედის კონცერტები, რომლებიც ეძღვნება კომიტას და მიქაელ ტარივერდიევს.

ნახეთ მეტი
Back to top button