კულტურა

ერევანი ევროპის ფესტივალთა ასოციაციის 70-ე საიუბილეო სამიტს უმასპინძლებს

12-15 სექტემბერს ერევანში ევროპის ფესტივალთა ასოციაციის (EFA) 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხელოვნების ფესტივალების სამიტი გაიმართება. საიუბილეო სამიტის ორგანიზატორია საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ერევანის პერსპექტივები“.  სამიტი ოფიციალურად გაიხსნება 12 სექტემბერს, არამ ხაჩატრიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში, მსოფლიოში ცნობილი მევიოლინეს სერგეი ხაჩატრიანის და სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი სერგეი სმბატიანი) კონცერტით.

სამიტს დაესწრება 120 ფესტივალის მენეჯერი, მერი და სხვა დაინტერესებული მხარე 45 ქვეყნიდან, რომლებიც ილაპარაკებენ  თავიანთ მოსაზრებებზე, პრობლემებსა  და წინადადებებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button