
სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანთან არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა და არც მზადდება ხელმოსაწერად.
“არმენპრესის” ცნობით ამის შესახებ, ფაშინიანმა დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ არ დაექვემდებაროთ მანიპულაციებს. არც ერთი დოკუმენტი არ გაფორმებულა და არც მზადდება ხელმოსაწერად“, – განაცხადა პრემიერმა.
მან დასძინა, რომ ეს არის ინფორმაციული დივერსია, რომელიც მიმართულია არამეგობრული გარე ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგობის გასატეხად.
მანამდე, 14 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა. „მე ავიღე პასუხისმგებლობა, მიმეღო რთული გადაწყვეტილებები მშვიდობისთვის. მაგრამ რთული გადაწყვეტილებები არ ნიშნავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სრ სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, რათა გარანტირებული იყოს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება, ხანგრძლივი სტაბილურობა და მშვიდობა. არ შეიძლება დღეს სათაურებით დავწეროთ „სამშვიდობო ხელშეკრულება“ და მოვაწეროთ ხელი, რის შედეგადაც 6 წელიწადში ახალი ომი დაიწყება. ჩვენ გვინდა ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს, რის შედეგადაც ბევრი გაგვაკრიტიკებს, ბევრი გვაგინებს, ბევრი დაგვიძახებს „მოღალატეებს“, ხალხმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩვენი გადაყენებაც კი. ჩვენ კიდევ უფრო კმაყოფილი და მადლიერი ვიქნებით, თუ შედეგად, სომხეთის რესპუბლიკა 29 800 კვადრატული კილომეტრით მიიღებს მუდმივ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. გადაწყვეტილებას, რომელიც ამას უზრუნველყოფს, ძალიან მკაფიოდ ვამბობ, ხელს მოვაწერ. მე არ მაინტერესებს რა დამემართება, მე მაინტერესებს რა დაემართება სომხეთს“.







