პოლიტიკა

კუხო-ს გენერალური მდივანი სომხეთში ჩამოსვლას მომავალ კვირას გეგმავს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი მომავალ კვირას სომხეთში ჩამოსვლას გეგმავს. მისიას გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ TASS-ის ცნობით, კუხო-ს პრესმდივანმა ვლადიმერ ზაინეტდინოვმა განაცხადა.

როგორც პრესმდივანმა აღნიშნა, კუხო-მ დაიწყო კოლექტიური უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მიღწეული შეთანხმებების განხორციელება, რომელიც ეხება ორგანიზაციის მისიის გაგზავნას სომხეთში, რათა “შეაფასოს სიტუაცია სომხეთის საზღვრის ზოგიერთ ნაწილში”.

როგორც ზაინეტდინოვმა განაცხადა, მისიაში შევლენ კუხო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც არიან ორგანიზაციის სამდივნოს თანამშრომლები და კუხო-ს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პერსონალი.

ნახეთ მეტი
Back to top button