გუშინ 15 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სამძიმარი გამოთქვა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო სამხედრო ოპერაციების შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო.
სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს სურვილი, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრაში, მან აღნიშნა, რომ წინსვლის ერთადერთი გზა დიპლომატიაა და აღნიშნა, რომ ამ საკითხით ამიერიდან პირადად დაკავდება.







