
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა სატელეფონო საუბრისას რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
სამხედრო დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა განიხილეს სიტუაცია რეგიონში, ასევე იმ ადგილებში, სადაც რუსი სამშვიდობოები ასრულებენ დავალებებს მთიან ყარაბაღში“, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, იტყობინება „რია ნოვოსტი“.







