მთავარიპოლიტიკა

სომხეთის განათლების მინისტრმა  მიმართა იუნესკოს გენერალურ დირექტორს და მოუწოდა მას დაგმოს  აზერბაიჯანის მტრული ქმედებები

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ვაჰრამ დუმანიანმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეის, სადაც წარმოადგინა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია  2022 წლის 13 სექტემბერს და მისი შედეგები.

„არმენპრესის“ ცნობით, წერილში აღნიშნულია, რომ აგრესიის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამიზნე იყო არა მხოლოდ სამხედრო პოზიციები, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. კერძოდ, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისის მიერ შეგროვებული მონაცემებით, გეღარქუნიქის, ვაიოც ძორისა და სიუნიქის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული  იქნა სულ მცირე 7600 ადამიანია. იძულებით გადაადგილებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული სამხედრო აგრესიის შედეგად, სასწავლო პროცესი საჯარო და სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის გამო შეფერხდა. რისკის ქვეშ დგას ამ რეგიონებში მოქმედი კლასგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების საქმიანობაც.

სომხეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ სტუდენტების, მასწავლებელთა და დაწესებულებების მიზანში ამოღება  არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და განათლების უფლების უხეში დარღვევა, რაც მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში და მკაცრად უნდა  იქნას დაგმობილი.

ნახეთ მეტი
Back to top button