მთავარიპოლიტიკა

ბლინკენთან შეხვედრაზე ფაშინიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ქმედებების დაგმობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა.

პრემიერმა ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან აგრესიაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის მკაფიო პოზიციებს და შეფასებებს მომხდართან დაკავშირებით. სომხეთის  მთავრობის მეთაურმა მაღალი შეფასება მისცა ბლინკენის ძალისხმევას მოლაპარაკებების პროცესისა და დიალოგის მხარდასაჭერად. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ქმედებების დაგმობის მნიშვნელობას, აზერბაიჯანული შენაერთების გაყვანას სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან, აზერბაიჯანის მხარეს მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნებასა და სხვა ჰუმანიტარულ ქმედებებზე ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.

ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მზადყოფნას გააგრძელოს ძალისხმევა მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პროცესში და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მოგვარების აუცილებლობას, მათ შორის მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა ნიუ-იორკში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სამმხრივ შეხვედრაზე და იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი უახლოეს მომავალში გაგრძელდება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს აზრები სომხურ-ამერიკული ურთიერთობების მუდმივ განვითარებასა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button