საზოგადოება

გარდაიცვალა ძალოსნობაში საქართველოდან პირველი ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოდან ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი.

ჩიმიშკიანი იყო მსოფლიოს თორმეტგზის რეკორდსმენი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი.

რაფაელ ჩიმიშკიანმა ოლიმპიური ოქრო 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.

ნეტგაზეთმა რაფაელ ჩიმიშკიანთან ვიდეოინტერვიუ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა, სადაც თავის სპორტულ მიღწევებზე საუბრობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button