მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება გააცნო (ვიდეო)

23 სექტემბერს სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივნის მოადგილეს  პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში როზმარი დიკარლოს შეხვდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს,  არარატ მირზოიანმა წარმოადგინა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება. მინისტრმა მირზოიანმა დაუშვებლად მიიჩნია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მრავალრიცხოვანი დარღვევა და სამხედრო დანაშაულები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი შესაბამისად უნდა შეფასდეს.

სრ საგარეო პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აგრესორის პირდაპირი და მკაფიო დაგმობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ არაპირდაპირი პასუხები ნაყოფიერ ნიადაგს ამზადებს ახალი აზერბაიჯანული აგრესიებისთვის. ამ თვალსაზრისით, სომხურმა მხარემ ხაზი გაუსვა გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სესიაზე გაკეთებულ მიზნობრივ შეფასებებს.

საუბრის მონაწილეებმა გაცვალეს აზრები სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის დამყარების მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის შესაძლო მექანიზმებზე.

არარატ მირზოიანმა და როზმარი დიკარლომ ასევე განიხილეს სომხეთ-გაერო-ს თანამშრომლობის დღის წესრიგთან და  სომხეთის დემოკრატიულ რეფორმებტან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button