საზოგადოება

ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე – შემოსავლები

,,მთავარი არხი” წერს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ “მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში”, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

“საბაჟო კონტროლის პროცედურების 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.

აქვე განვმარტავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს ,,ლარსის” საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია, საქართველოდან (საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები”, – წერია განცხადებაში.

გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ კომუნიკაცია აქვთ მეზობელი ქვეყნების – თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო გამშვები პუნქტები დანიშნულების ქვეყნებში მოხვედრისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button