მთავარიპოლიტიკა

შარლ მიშელთან შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანული აგრესიის მიზანმიმართული შეფასების აუცილებლობას  (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ნიუ-იორკში ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჩარლზ მიშელს შეხვდა. ამის შესახებ იუწყება მთავრობის პრესსამსახური. „პრემიერმა ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან აგრესიაზე, რის შედეგადაც სომხეთის სუვერენული ტერიტორიები იქნა ოკუპირებული. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ევროკავშირის მკაფიო და მიზანმიმართული შეფასებების აუცილებლობას აზერბაიჯანის აგრესიასა და სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანული შენაერთების დაუყოვნებლივ გაყვანის თაობაზე. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევებზე და მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის  მიზანში ამოღებაზე.  შარლ მიშელმა გამოთქვა შეშფოთება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის არსებობასათან  დაკავშირებით და ხაზი გაუსვა რეგიონული პრობლემების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარების მნიშვნელობას. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგსა და მშვიდობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button