კულტურამთავარი

“დაატრიალეთ სასწაული”  –  საბავშვო  ევროვიზიის მე-20 ტურის  გარშემო 16 ქვეყანა გაერთიანდება

ევროპის მაუწყებელთა კავშირი და სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია იუწყებიან, რომ ერევანში ჩასატარებელ „საბავშვო ევროვიზია 2022“ სიმღერის კონკურსში 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ირლანდია, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, სომხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ყაზახეთი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, სერბეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, საფრანგეთი,  გაერთიანებული სამეფო, რომელიც უკრაინის ნაცვლად 2023 წლის ევროვიზიას უმასპინძლებს, ის კონკურსში 2005 წლის შემდეგ პირველად მიიღებს მონაწილეობას.

გასულ წელს პარიზში სიმღერით „ქარი, ქარი“ მალენას გამარჯვების წყალობით, სომხეთი აწყობს მე-20 „საბავშვო ევროვიზიას“, რომლის ფარგლებშიც 9-14 წლის ახალგაზრდა მომღერლების  ახალი სიმღერები შესრულდება.

წელს „საბავშვო ევროვიზია“ მზის გარშემო მე-20 ბრუნვას ასრულებს. ხაზს უსვამს რა ამ სამარადისო  ციკლს, რომელიც ბავშვებს სიხარულსა და მხიარულებას ანიჭებს, საზოგადოებრივმა ტელევიზიამ აირჩია სლოგანი „დაატრიალეთ სასწაული“.

ნახეთ მეტი
Back to top button