კულტურა

ერევნის წიგნის მე-5 ფესტივალი სომხეთში ცნობილ უცხოელ მწერლებს უმასპინძლებს

30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხაჩატურ აბოვიანის სახლ-მუზეუმი ერევნის წიგნის მეხუთე ფესტივალს  გამართავს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 60-მდე ღონისძიება, მათ შორის წიგნის ბაზრობა ექსკლუზიური ფასდაკლებით, ლიტერატურული შეხვედრები, მასტერკლასები, წიგნის კითხვა, პრეზენტაციები, ლიტერატურული დაჯილდოების ცერემონია.

ინიციატივაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მწერლები იტალიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, სლოვენიიდან, კვიპროსიდან. მათ შორის არიან ევგენი ვოდოლაზკინი, ალექსეი სალნიკოვი, კლაუდიო პოცანი, მაქსიმ ამელინი, მაია კუჩერსკაია, მარტინ სოლოტრუკი, შალვა ბაკურაძე, ლილი მიქაელიდისი და ათობით სხვა.

“არნო ბაბაჯანიანის” საკონცერტო დარბაზში წლის ყველაზე მოსალოდნელი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება. პარალელური ღონისძიებები ასევე იგეგმება ხაჩატურ აბოვიანის სახლ-მუზეუმში, იეღიშე ჩარენცის სახლ-მუზეუმში, რუსული ხელოვნების მუზეუმში, სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სომხურ-რუსულ სლავურ უნივერსიტეტში, “ჰრანტ მათევოსიანის” კულტურის ცენტრ-მუზეუმში, გამომცემლობა “ზანგაკ”-ში.

ფესტივალი ეძღვნება პოეტ ვაჰაგნ დავთიანის 100 წლის იუბილეს.

ნახეთ მეტი
Back to top button