კულტურამთავარი

მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში სომეხი დიზაინერები დადიოდნენ მაისურებით წარწერით „Sand with Armenia“

„ტექსტილ ალიანსი სომხეთი-იტალიის“ ბიზნესფორუმისა და მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, ვისკონტის სასახლეში სომეხი დიზაინერების ახალი კოლექციების გამოფენა გაიმართა.

როგორც  სრ  ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზიდან ირკვევა, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 8 დიზაინერის (Sončess, Faina, RUZANĒ, Ariga Torosian, Nelly Serobyan, LOOM Weaving, Vahan Khachatryan, Kivera Naynomis) შემოდგომა-ზამთრის კოლექცია.

ჩვენების წინ სომეხმა დიზაინერებმა წარმოადგინეს ვიდეო მესიჯი, რომელშიც საუბარი იყო აზერბაიჯანის ქმედებებზე და მოკლული სომეხი ქალი ჯარისკაცის წამებაზე. შემდეგ სომეხი დიზაინერები მაისურებით დადიოდნენ, რომელზეც ეწერა „Sand with Armenia“. მაისურების თემატური სურათების ავტორი არცახელი მხატვარი ლიანაა.

„ტექსტილ ალიანს  სომხეთი-იტალიის“ ბიზნესფორუმი და ჩვენება სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით წელს პირველად გაიმართა.

ნახეთ მეტი
Back to top button