საერთაშორისო

რუსეთიდან შემოსულთა რიცხვმა 40-45%-ით მოიმატა, თუმცა 60%-ი საქართველოდან გადის-ვახტანგ გომელაური

რუსეთიდან შემოსულთა რიცხვმა 40-45%-ით მოიმატა, თუმცა შემოსულთა 60% საქართველოდან გადის- აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მისი განცხადებით, ლარსზე 4-5- დღის წინ 6 ათასამდე შემომსვლელი იყო, გუშინ ეს რიცხვი 10 ათასამდე ავიდა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ყველაზე დატვირთულია ლარსის საბაჟო პუნქტი.

მისივე თქმით, მაღალი მაჩვენებელი იყო გასული თვის განმავლობაშიც. მაღალი რჩება ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობაც.

“4-5 დღის წინ იყო 5-6-ათასამდე შემომსვლელები, ახლა გაიზარდა, დაახლოებით, 10000-მდე, მოიმატა 40-45%-ით. გასვლით, დაახლოებით, გადის 60%,”-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ნახეთ მეტი
Back to top button