მთავარიპოლიტიკა

აშშ-ს კონგრესში წარდგენილი ახალი რეზოლუცია ბაქოს ომის დანაშაულების გამოძიებას მოითხოვს

სომხეთში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაციის ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ, დელეგაციის წევრმა კონგრესის სომხურ საქმეთა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ჯეკი სპირმა  წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გმობს აზერბაიჯანის სამხედრო დანაშაულებებს როგორც სომხეთში, ასევე არცახში,  მიმართავს საერთაშორისო ტრიბუნალებს  სანქციების დაწესებისა და შესაბამისი გამოძიების ჩასატარებლად .

სპირმა თავისი განზრახვა პირველად გასულ კვირას საჯაროდ გამოაცხადა არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ბაბაიანთან და არცხის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილესთან ლერნიკ ჰოვანესიანთან ორგანიზაცია   „ჰაი დატ“-ის  ამერიკული კომიტეტის ფედერალური სემინარის ფარგლებში. ომის დანაშაულებისთვის სანქციების დაწესების გარდა, რეზოლუცია მოუწოდებს აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების უკანონო დაპატიმრების გამოძიებას, გმობს სომხური ეკლესიებისა და ისტორიული ძეგლების განადგურებას და გამოხატავს სოლიდარობას სომხეთის რესპუბლიკებისა და რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  კონგრესმენ სპირს შეუერთდნენ კონგრესის სომხური ჯგუფის თანათავმჯდომარე ფრენკ ფელონი, ვიცე-თავმჯდომარე ადამ შიფი და კონგრესმენი ანა ეშუ.

სპირის ინიციატივის კომენტირებისას ორგანიზაცია   „ჰაი დატ“-ის  ამერიკული კომიტეტის პრეზიდენტი  არამ ჰამბარიანი  აღნიშნავს: „ჩვენ მივესალმებით კონგრესმენ სპირის მიერ სამხედრო დანაშაულების შესახებ რეზოლუციის წარდგენას, რომელიც ემთხვევა  კონგრესმენ შიფის რეზოლუციას, რომელიც გმობს აზერბაიჯანის თავდასხმებს. ეს ორივე არის კონგრესის ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერის გამოხატულება 907-ე რეზოლუციის იმპლემენტაციისა და აზერბაიჯანისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button