პოლიტიკა

თუ აფხაზეთს აღიარებ და თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება, უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია – მიხეილ სააკაშვილი ლუკაშენკოს

,,მთავარი არხი” წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს მიმართავს. მესამე პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში “ვიზიტს” ეხმაურება და წერს:

“ჩემი მიმართვა ლუკაშენკოს

ახლა კიდევ გაქვთ შანსი გამოხვიდეთ სიტუაციიდან. თუ აფხაზეთს აღიარებ და მით უმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება – მაშინ შენ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია! ნიკოლაშკას სურათები ვნახე უბრალოდ სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. 

ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში გუშინ, 28 სექტემბერს ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. 

ნახეთ მეტი
Back to top button