მთავარიპოლიტიკა

ინდოეთმა სომხეთს 260 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყიდა. ინდურმა ტელეარხმა გარიგების დეტალები გაავრცელა

სომხეთი ინდური ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების „პინაკას“ პირველი უცხოელი მყიდველია.

როგორც “არმენპრესის” კორესპონდენტი იუწყება, ინდურმა ტელეკომპანია India Today-მ ვრცელი რეპორტაჟი გამოაქვეყნა სომხურ-ინდური სამხედრო გარიგების თემაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ინდოეთმა სომხეთის რესპუბლიკას მიჰყიდა დაახლოებით 260 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი იარაღი და საბრძოლო მასალა.

ინდური ტელეკომპანია სომხეთთან გარიგებას ინდოეთის სამხედრო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევს. გაყიდულ იარაღებს შორის India Today-მ პირველ რიგში გამოყო ინდოეთის წარმოების რეაქტიული არტილერია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ზალპური ცეცხლის რეაქტიული რეაქტიული სისტემების „პინაკას“ პირველი უცხოელი მყიდველია.

„ინდური იარაღის ექსპორტი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე ხდება“, – აღნიშნა ტელეარხმა.

„პინაკას“ ტაქტიკურ და ტექნიკურ მახასიათებლებზე საუბრისას ინდოელი წამყვანი აღნიშნავს, რომ „პინაკას“ საჰაერო თავდაცვის სისტემას შეუძლია 12 რაკეტის გასროლა 44 წამში. „პინაკას“ რაკეტის დიაპაზონი 60 კილომეტრია, რაკეტის სიგრძე 4950 მმ, კალიბრი 214 მმ. „პინაკას“ დაპოექტება 1981 წელს დაიწყო, ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა კი ის შეიარარების სახით 1999 წელს მიიღო.

 სხვათა შორის, აღნიშნული რეაქტიული სისტემების სახელს სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. ინდური მითოლოგიის მიხედვით, პინაკა არის უფალი შივას ციური მშვილდი.

მანამდე ინდურმა გაზეთმა The Economic Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთი სომხეთს დიდი რაოდენობით რაკეტებს, რეაქტიულ სისტემას და საბრძოლო მასალას მიაწვდის. აღნიშნულია, რომ სომხეთისა და ინდოეთის მთავრობებმა სექტემბრის დასაწყისში ხელი მოაწერეს უამრავ ხელშეკრულებას იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ. ინდური გაზეთის ცნობით, ხელმოწერილი გარიგებების ღირებულება 20 მილიარდ ინდურ რუპიას, ანუ დაახლოებით 244 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button