მთავარიპოლიტიკა

რეგიონში არ არის არც ერთი ქვეყანა, რომელიც შოკის გამო თავის წილ დარტყმას არ მიიიღებს. პრემიერ მინისტრი

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა ის სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება, რომლითაც უნდა იმოძრაოს სომხეთმა.

მისი თქმით: „პირველ რიგში, ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა გაამოვიყენოთ სომხეთის ირგვლივ გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, მეორე, ჩვენ მუდმივად უნდა გავაგრძელოთ რეფორმები განათლების სფეროში და გვჭირდება დიდი სახელმწიფო ინვესტიციები ამ სფეროში, მესამე, სომხეთის შეიარაღებული ძალების, არმიის თანმიმდევრული რეფორმები. ეს სამი დღის წესრიგის პრიორიტეტი უნდა გახდეს ლოკომოტივი, რომლითაც ჩვენ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქვეყანა ამ გლობალურ ქარიშხალში“.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, დღეს სამყარო ყველას თვალწინ იშლება და მისი თქმით, ამაში გაზვიადებული არაფერია. „დღეს ვიტყვი, რომ ევრაზიის რეგიონში მაინც არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ეს შოკი დარტყმას არ  მიაყენებს და ჩვენ ამ დასლის პროცესში უნდა ვიყოთ ორმაგად მოქნილები, ორმაგად ინტელექტუალური, ორმაგად გამძლეები ამ კოლაფსის პროცესში, რომ შევძლოთ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ამ ქარიშხლიანი ოკეანით, მშვიდობიან ნავსადგურს მივაღწიოთ, რისთვისაც გვჭირდება განსაკუთრებული ნება, განსაკუთრებული სიბრძნე, განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა, განსაკუთრებული თანმიმდევრულობა”.

ნახეთ მეტი
Back to top button